თევზი ქოთანში ლიმონით
12:09:15     18-06-2011
მასალა:
ნედლი თევზი - 1 კილოგრამი
ლიმონი - 1 ცალი
მცენარეული ზეთი - 50 გრამი
დაფნის ფოთოლი - 4-5 ცალი
წიწაკა, მარილი – გემოვნებით
ნედლი თევზი გავასუფთავოთ, გავრეცხოთ, დავჭრათ, მოვაყაროთ მარილი და ასე დავტოვოთ 1 საათი. შემდეგ ჩავდოთ თიხის ქოთანში, ზედ დავაწყოთ თხლად დაჭრილი ლიმონი, შავი პილპილის მარცვლები, რამოდენიმე ცალი დაფნის ფოთოლი, მოვასხათ ზეთი. ქოთანს ცომით კარგად გადავულესოთ თავი და შევდგათ აირღუმელში. 1-1,5 საათის შემდეგ მივიტანოთ სუფრაზე ქოთნითვე. მოვაცილოთ შიგ ჩახარშული დაფნის ფოთლები, ლიმონის ნაჭრები. სუფრაზე მივიტანოთ შესაფერი გარნირიც.