იტალიაში საქართველოს მოქალაქემ მაღაზია ერთი წლის შვილთან ერთად გაქურდა
10:02:56     26-09-2018
იტალიაში, ქალაქ ტრიესტეში საქართველოს მოქალაქემ მაღაზია ერთი წლის შვილთან ერთად გაქურდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, გამყიდველმა შენიშნა, რომ მამაკაცი, რომელსაც თან ერთი წლის შვილი ჰყავდა, ბავშვის ტანსაცმელს იპარავდა. გამყიდველმა მისი შეჩერება სცადა, თუმცა მამაკაცმა ეტლი დააგდო და გაქცევა სცადა.
მამაკაცის შეჩერება ჯერ გამვლელებმა, შემდეგ კი პოლიციამ შეძლო.
პოლიციის ინფორმაციით, მამაკაცმა 330 ევროს ღირებულების ტანსაცმელი მოიპარა.
ის პატიმრობაში დატოვეს, შვილი კი დედას, ასევე საქართველოს მოქალაქეს, დაუბრუნეს.