
მამაკაცი, რომელმაც დიღმელ ბავშვებს აუზი აჩუქა, გარდაცვლილი იპოვეს
01:13:58     25-09-2018
დიმიტრი ტატიშვილი, რომელმაც ზაფხულში უბნის ბავშვებს კორპუსის ეზოში საცურაო აუზი დაუდგა, გარდაცვლილი იპოვეს. ტატიშვილის ცხედარი დღეს საკუთარ სახლში იპოვეს.
შსს-ის ინფორმაციით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა.
დიმიტრი ტატიშვილმა საზოგადოებას თავი ორიოდე თვის წინ დაამახსოვრა. დიდ დიღომში ერთ-ერთი კორპუსის მცხოვრები ბავშვებისთვის მან საცურაო აუზი იყიდა და კორპუსებს შორის ეზოში დაამონტაჟა, რათა ბავშვებს ცხელ დღეებში გაგრილება შესძლებოდათ.