ფალიაშვილის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა დაჭრეს
10:10:47     21-09-2018
ფალიაშვილის ქუჩაზე ორი ახალგაზრდა კაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. დაჭრილთა ასაკი 25 წლამდეა, ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ექიმების განცხადებით დაჭრილები ამ დროისთვის ქირურგიულ განყოფილებაში მკურნალობენ . ორივე მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია ორი მუხლით -ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა- შენახვა- ტარება.