დონალდ ტრამპი: ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კამპანიის დაწყება აშშ-ს ისტორიაში ყველაზე დიდი შეცდომა იყო

  11:29:33     20-09-2018

ახლო აღმოსავლეთში სამხედრო კამპანიის დაწყება აშშ-ს ისტორიაში ყველაზე დიდი შეცდომა იყო- ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი შეცდომა ახლო აღმოსავლეთში ჯარის შეყვანა იყო, რომელიც პრეზიდენტმა ბუშმა განახორციელა. შესაძლოა, ობამას მიერ ამ ჯარის გამოყვანაც მცდარი ყოფილიყო, მაგრამ ბუშის გადაწყვეტილება აშშ-ს ისტორიაში ყველაზე დიდი შეცდომა იყო“, - განაცხადა ტრამპმა.

მისივე თქმით, ამ სამხედრო კამპანიაზე აშშ-მ 7 ტრილიონი დოლარი დახარჯა, ორივე მხრიდან კი მილიონობით ადამიანი დაიღუპა.

„ეს ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო. დიახ, ჩვენ გვქონდა სამოქალაქო ომიც, მაგრამ სამოქალაქო ომი ეს სამოქალაქო ომია. ეს სულ სხვა საკითხია“, - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.