სამართალდამცველებმა ბათუმში, 47 წლის მამაკაცის დაჭრაში ბრალდებული პირი დააკავეს
11:23:46     18-09-2018
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტი გახსეს.
სამართალდამცველებმა 1991 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა 15 სექტემბერს ბათუმში, ლუკა ასათიანის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკებისას, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა 47 წლის მამაკაცს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.