გაერო: ბოლო სამი წლის განმავლობაში მსოფლიოში შიმშილის მაჩვენებელი გაიზარდა

  17:47:38     11-09-2018

ბოლო სამი წლის განმავლობაში მსოფლიოში შიმშილის მაჩვენებელი გაიზარდა. გაერომ 2017 წლის მონაცემებზე ანგარიში გამოაქვეყნა.

გასულ წელს მსოფლიოში 821 მილიონი, ანუ ცხრიდან ერთი ადამიანი იყო შიმშილის ზღვარზე. დაახლოებით 151 მილიონ 5 წლამდე ასაკის ბავშვს კი ზრდა და განვითარება ჰქონდა შეფერხებული ცუდი კვების გამო.

ამავე ანგარიშის მიხედვით, 8-დან ერთ მოზარდს, 672 ადამიანს შეფერხებული აქვს ზრდის პროცესი ჭარბწონიანობის გამო, რადგან არ მიუწვდებათ ხელი ჯანსაღ საკვებზე.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინფორმაციით, კლიმატის ცვლილება და კონფლიქტური ზონების მომატება ზრდის მსოფლიოში შიმშილის მაჩვენებელს.

2016 წელს ქრონიკულად მოშიმშილე ადამიანთა რიცხვმა 815 მილიონი შეადგინა, 2015 წელს კი 777 მილიონი ადამიანი შიმშილობდა.