ხბოს თირკმელი ჰოლანდიურად

  10:43:30     17-06-2011

მასალა:

500 გრამი ხბოს თირკმელი

80 გრამი ღორის ქონი

8 თავი მცირე ზომის ხახვი

12 ცალი პატარა, ახალი კარტოფილი

2 ჩაის კოვზი ზეთი

მარილი, პილპილი

4 ცალი ღვიის კენკრა

მცირე რაოდენობის ჯინი ან კონიაკი

ქვაბში გავაცხელოთ 1 ჩაის კოვზი ზეთი და მოვხრაკოთ მასში კუბიკებად დაჭრილი ღორის ქონი, მთლიან ხახვებთან ერთად. შემდეგ ამოვიღოთ ქვაბიდან და მიღებულ ცხიმში მსუბუქად შევწვათ კარგად გარეცხილი და გამშრალი ხბოს თირკმლები. გათლილი კარტოფილი შევწვათ ნახევრად, მეორე კოვზ ზეთში (კარტოფილი არ უნდა შეწითლდეს); თუ საჭიროა, შეიძლება დავამატოთ ცოტა წყალი. ქონი, ხახვი და კარტოფილი შევურიოთ თირკმლებს, დავამატოთ პილპილი, მოვაყაროთ მარილი და თავდაუხურავად შევდგათ ღუმელში შესაწვავად. თუ დასჭირდა, დავამატოთ კიდევ ცოტა წყალი. ბოლოს დავამატოთ დარბილებული ღვია და 5 წუთის შემდეგ დავასხათ ჯინი. კერძი სუფრაზე მივიტანოთ ქოთნით.