ხულოში ორი ეკლესია გაქურდეს
10:04:29     11-09-2018
ხულოს მუნიციპალიტეტში 9-და ორი ეკლესია გაქურდეს: ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხარების და წმიდა ანდრიაპირველწოდებულის. ამის შესახებ ინფორმაციას სხალთის ეპარქია ავრცელებს.
ეპარქიის ცნობით, მძარცველი ორივე ტაძარში ფანჯრიდან შევიდა. წაღებულია შესაწირი ყუთი.
ეპარქიის ინფორმაციით, გასულ წელს ასევე გაიქურდა სხალთის მონასტრის ტაძარი. "გაიძარცვა სხალთის ღვთისმშობლის ხატი. მიმდინარეობდა გამოძიება. ბოროტმოქმედები ჯერაც არ არიან დადგენილნი", - წერია მათ განცხადებაში.
გამოძიება სსკ-ის 177-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.