მწვანე ხახვის რაგუ

  10:42:04     17-06-2011

მასალა:

500 გრამი მწვანე ხახვი

თითო-თითო სუფრის კოვზი კარაქი, ფქვილი და ტომატ-პიურე

1 ჩაის კოვზი ძმარი

მარილი

ნახევარი კბილი ნიორი

2 სუფრის კოვზი წვრილად დაჭრილი ოხრახუში

მწვანე ხახვი დავჭრათ 3 სმ სიგრძის ნაჭრებად და მოვხარშოთ მარილიან წყალში, დავამატოთ ცოტა ძმარი. შემდეგ ვაცალოთ წყალს დაწურვა. კარაქისა და ფქვილისაგან მოვამზადოთ საწებელი, დავუმატოთ ტომატ-პიურე და მცირე რაოდენობის წყალი, რომელშიც ხახვი იხარშებოდა, იმისათვის რომ სოუსი ზედმეტად მკვრივი არ გამოვიდეს. დავამატოთ გახეხილი ნიორი, მარილი და მწვანილი და მომზადებული სოუსი დავასხათ მოხარშულ მწვანე ხახვს.