
დინამოსთან ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს
20:11:17     06-09-2018
თბილისში, დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს.
დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.არსებული ინფორმაციით, ის ფეხის არეშია დაჭრილი.
შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 119-ე და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა-შენახვას გულისხმობს. მათივე ინფორმაციით, დამნაშავის დასაკავებლად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.