კომპანია HUAWEI-მ IFA 2018-ზე ანდროიდის ბაზაზე შექმნილი უახლესი ოპერატიული სისტემა EMUI 9.0 წარადგინა

  11:25:11     06-09-2018

IFA 2018-ზე, კომპანია HUAWEI-ს მომხმარებელთა ბიზნეს გუნდმა (CBG),   Android Pie-ზე დაფუძნებული   ოპერატიული სისტემა  EMUI 9.0 წარადგინა. მნიშვნელოვანია, რომ EMUI 9.0 ერთ-ერთი პირველი პერსონალიზირებული სისტემაა, რომელსაც გააჩნია ინტუიციური ინტერფეისი და მრავალფეროვანი ფუნქციები, იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს ყველაზე პრეტენზიული მომხმარებლის მოთხოვნებიც კი.

შეგახსენებთ, რომ რიგით მეათე გამოფენა-გაყიდვა IFA 2018-ს ბერლინმა უმასპინძლა, სადაც ერთ სივრცეში თავი მოიყარა მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ბრენდების ინოვაციურმა ნაწარმმა.

დიდი ყურადღება მიიქცია Android Pie-ზე დაფუძნებულმა   ოპერატიულმა სისტემამ  EMUI 9.0-მ. აღსანიშნავია, რომ HUAWEI-ს უახლესი პერსონალიზირებული ოპერატიული სისტემა გაცილებით უფრო გამართულია, ვიდრე მისი წინამორბედი - 12.9%-ით უფრო სწრაფი მუშაობისას და აპლიკაციების გადართვისას.  EMUI 9.0 -ის და ახლახანს წარმოდგენილი Kirin 980-ის  ერთობლიობა, მომხმარებელს საოცარ გამოცდილებას ჰპირდება HUAWEI Mate 20 სერიაში.

IFA 2018-ის ფარგლებში,  ბევრი პრესკონფერენცია და პრეზენტაცია მოეწყო, მომხმარებლისთვის და მედიისთვის უფრო დეტალური ინფორმაციის მიწოდების მიზნით.  

[I=2]

 „დღევანდელი სმარტფონები გადატვირთულია უამრავი მახასიათებლებით, რომლებიც მომხმარებელს შეიძლება არც სჭირდებოდეს ყოველდღიურად და საკმაოდ დამაბნეველიც ხდება. ყოველივე ეს ზოგად უკმაყოფილებას იწვევს.  EMUI 9.0-ის შექმნის იდეაც სწორედ აქედან წამოვიდა, სისტემა უნდა ყოფილიყო სასიამოვნო, თანმიმდევრული და მარტივი.  გარდა ამისა, EMUI 9.0-ის წარდგენით, HUAWEI გახდა ერთ-ერთი პირველი სმარტფონების მწარმოებელი კომპანია, რომელმაც მომხმარებლებს შესთავაზა Android Pie-ს ბაზაზე არსებული პერსონალიზირებული ოპერატიულ სისტემა, რაც ჩვენი აზრით, Google-სა და ჩვენს შორის ახლო ურთიერთობაზე მეტყველებს.“ განაცხადა HUAWEI-ს  პროგრამული უზრუნველყოფის საინჟინრო დეპარტამენტის პრეზიდენტმა, ვანგ ჩენგლუმ.

EMUI 9.0-ს მოყვება GPU Turbo 2.0 - უფრო მეტი მხარდაჭერით თამაშების მოყვარულთათვის. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც სისტემას თან სდევს  HiVision-ია, რაც შესაძლებლობას  აძლევს კამერას, აღიქვას ცნობილი ღირსშესანიშნაობები, ნახატები და მიაწოდოს მომხმარებელს ინფორმაცია მათ შესახებ. ფუნქციის გამოყენება საკმაოდ მარტივია: „მიმართეთ სმარტფონის კამერა ინტერესის ობიექტისაკენ და მიიღებთ ისტორიიდან დაწყებული, საინტერესო ფაქტებით დამთავრებულ სრულ ინფორმაციას,“ - განმარტავენ კომპანიაში.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ.  მსოფლიოს მასშტაბით მოქმედებს თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი აშშ-ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში.  HUAWEI Consumer BG არის HUAWEI სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ-ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს.  HUAWEI-ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.