ტრამპი:თუ იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი დაფიქსირდება, აშშ ძალიან გაბრაზდება
10:15:18     06-09-2018
იმ შემთხვევაში, თუ სირიის ქალაქ იდლიბში ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტი დაფიქსირდება, ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან გაბრაზდება, – ამის შესახებ განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გააკეთა.
„იმედს ვიტოვებ, ისინი სიფრთხილეს გამოიჩენენ, რადგან მათ მთელი მსოფლიო აკვირდება. არ შეიძლება სისხლისღვრა. თუ ასე მოხდება, მთელი მსოფლიო გაბრაზდება. ამერიკის შეერთებული შტატებიც ძალიან გაბრაზდება“, – განაცხადა ტრამპმა.
გავრცელებული ინფორმაციით, სირიის მთავრობა იდლიბის ასაღებად ოპერაციას ამზადებს. აღნიშნული რეგიონი ამბოხებულების ბოლო დიდი დასაყრდენია.