13 წლის მოზარდის გაუპატიურებისთვის 51 წლის მამინაცვალი დააკავეს

  14:59:40     05-09-2018

13 წლის მოზარდის გაუპატიურებისთვის 51 წლის მამინაცვალი დააკავეს.

შემთხვევა 27 აგვისტოს მოხდა. 13 წლის მოზარდის გაუპატიურების ფაქტზე შსს გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 137 მუხლით აწარმოებს, რაც 15-დან 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა უკვე შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.