შრომის დღე ამერიკაში
12:12:59     04-09-2018
ყოველი წლის სექტემბრის პირველ ორშაბათს , შრომის დღეს, ამერიკა პატივს მიაგებს ყველა იმ მშრომელის წვლილს, რომელიც მათ ამ ქვეყნის გაძლიერებასა და კეთილდღეობაში შეიტანეს.
დღესასწაულის აღნიშვნა ქალაქ ნიუ-იორკში, ჯერ კიდევ მეცხრამეტე საუკუნის ოთხმოციანი წლების დასაწყისში დაიწყო.
პროფკავშირების ძალისხმევით ტარდებოდა აღლუმები, დემონასტრაციები და მასობრივი გამოსვლები, რათა შრომის კანონში შეეტანათ ცვლილებები 8 საათიანი სამუშაო დღის დაკანონების შესახებ.
მალე გამოსვლები აშშ-ს სხვა შტატებსაც მოედო, და 1894 წელს კონგრესმა ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად გამოაცხადა.
ის რომ დღეს ამ დღესასწაულს აღნიშნავენ ერთგვარად წარმოადგენს მშრომელთა მიერ იმ სოციალური და ეკონომიკური მიღწევების აღიარებას, რომელის დღეს ამერიკაშია.