როგორ შევამციროთ გულის პრობლემების რისკი - რჩევები ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრისგან
11:53:38     04-09-2018
ინგლისის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრი, მათ ვისაც, გულის პრობლემები აწუხებს, რეკომენდაციას აძლევს.
ჯანდაცვის ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ დასკვნაში წერია, რომ გულის პრობლემებს, ძირითადად, არაჯანსაღი ცხოვრების წესი და მოწევა იწვევს.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული პრობლემები ახალგაზრდებშიც შეინიშნება.
სიმსუქნე, ცუდი დიეტა, ვარჯიშის ნაკლებობა და მაღალი წნევა, გულისთვის მნიშვნელოვანი რისკის ფაქტორებია.
როგორ გავიუმჯობესოთ გულის ჯანმრთელობა:
აღარ მოვწიოთ სიგარეტი.
ვმართოთ აქტიურად ჩვენი წონა.
მივირთავთ მცენარეული საკვები.
მოვერიდოთ ცხიმოვან საკვებს.
აქტიურად მივირთვათ ხილი.
მოვუფრთხილდეთ მარილის დიდი ოდენობით მიღებას.
მივირთვათ თევზი.
მოვერიდოთ ალკოჰოლის მიღებას.
წავიკითხოთ ეტიკეტები საკვების და სასმელის შეფუთვაზე.
აღსანისნავია, რომ ინგლისში ყოველწლიურად 84,000 ადამიანი იღუპება გულის შეტევით ან ინსულტით.
თამბაქოს მოშორების ერთი წლის შემდეგ, გულის დაავადების რისკი საგრძნობლად მცირდება.
ინგლისის ჯანდაცვის საზოგადოებრივი ცენტრი, გვირჩევს ვმართოთ ჩვენი ჯანმრთელობა და არ მივცეთ მავნებლებს იმის საშუალება, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობა შეგვიზღუდოს.