ადვოკატის თქმით, ექსპერტიზამ სმიტების სხეულზე არსებული დაზიანებები, სიცოცხლეში მიღებულად მიიჩნია

  11:36:57     04-09-2018

სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ახალი დასკვნა მომზადდა. ბრალდებულ მალხაზ კობაურის ადვოკატის მტკიცებით, საქმეში ახალი გარემოებები ვლინდება.

ალექსანდრე კობაიძე ამბობს, რომ სმიტებს სხვადასხვა დაზიანება სიცოცხლეში ჰქონდათ მიღებული. ტყვიის ტრაექტორიიდან გამომდინარე კი გასროლა კობაურს არ განუხორციელებია.

უფლებადამცველი ამტკიცებს,რომ ექსპერტიზის დასკვნამ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჩვენება გაამყარა და კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ მწყემსი უდანაშაულოა.