"კობაური გვეუბნება, სასწრაფოდ ჩამიტარეთ ექსპერტიზა, ვინაიდან მე არ შემიძლია სქესობრივი აქტის დამყარებაო"
14:41:12     29-08-2018
სექსუალური ძალადობა არ დასტურდება ექსპერტიზის დასკვნით. თავად კობაური ჩვენ გვეუბნება, რომ სასწრაფოდ ჩამიტარეთ ექსპერტიზა, ვინაიდან მე არ შემიძლია სქესობრივი აქტის დამყარებაო, - განაცხადა პრესკონფერენციაზე, ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის 3 წევრის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის, მალხაზ კობაურის ადვოკატმა, ალექსდანდრე კობაიძემ.
მისთვის გაუგებარია, თუ როგორ აღმოჩნდა ძალადობის კვალის არარსებობის პირობებში ბრალდებულის ბიოლოგიური მასალა გარდაცვლილის სხეულში.
ძალადობის კვალი არ არსებობს საქმეში და როგორ შეიძლება არ არსებობდეს ძალადობის კვალი და ბრალდებულის ბიოლოგიური მასალა იყოს ამოღებული. ფაქტია, რომ მას არანაირი სექსუალური აქტი არ დაუმყარებია აწ გარდაცვლილ ლორა სმიტთან“, - განაცხადა კობაიძემ.
„ექსპერტიზის დასკვნით კობაური სრულიად ჯანმრთელია. მის ფსიქიკურ ჯანმრთელობას არავითარი პრობლემა არ აქვს და ის სრულიად შერაცხადია. ეს კიდევ უფრო ნათლად ადასტურებს იმას, რომ შერაცხადი ადამიანი ვერ ჩაიდენდა აღნიშნულ დანაშაულს“, - აღნიშნა ადვოკატმა.
ალექსანდრე კობაიძის ინფორმაციით, დაცვის მხარე ასევე ელოდება ერთ-ერთი ექსპერტიზის დასრულებას, რომლითაც სატელეფონო ანძების ჩანაწერების ამოღება მოხდება. ადვოკატი განმარტავს, რომ ამ ჩანაწერებით დადგინდება, თუ რამდენი მობილურის ტელეფონის გამოყენება ფიქსირდებოდა დანაშაულის ადგილზე.