ირანის მოქალაქის მიერ საქართველოს მოქალაქის გაუპატიურების ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
00:54:19     29-08-2018
ანაკლიაში
მომხდარი ფაქტის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. გავრცელებული
ინფორმაციით, პირი, რომელმაც ახალგაზრდა გოგონა გააუპატიურა, ირანის
მოქალაქეა.
ის ქართველმა სამართალდამცავებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.
გაუპატიურებული გოგონა თბილისიდანაა და ფესტივალზე მეგობრებთან და დეიდაშვილთან ერთად იყო.
ადგილობრივების თქმით, ხმაური საოჯახო სასტუმროს ერთ-ერთი ნომრიდან შემოესმათ, ახალგაზრდა ქალი შველას ითხოვდა. ხმაურის შემდეგ ირანის მოქალაქემ მისი ოთახი დატოვა. სასტუმროს მეპატრონის თქმით, გოგონა ნასვამი იყო და როგორც ჩანს, კარი შიგნიდან არ ჰქონდა ჩაკეტილი. უცხოელი მამაკაცი მეპატრონემ ბინიდან გამოსვლის მერე დაინახა. მეპატრონე აცხადებს, რომ მამაკაცი ზრდილობიანად დაემშვიდობა და მშვიდად წავიდა.
ჯერჯერობით უცნობია, რა ინფორმაცია მიაწოდა გოგონამ გამოძიებას. ანაკლიის პოლიციაში გოგონას მეგობრები 27 აგვისტოსვე დაკითხეს.
დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 1995 წელს დაბადებული ირანის მოქალაქე აეროპორტში დააკავა.
პოლიციის ინფორმაციით, მან 27 აგვისტოს სოფელ ანაკლიაში სექსუალური კავშირი თ.ტ-სთან, მისსავე დროებით საცხოვრებელ ბინაში იძულებით დაამყარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
გამოძიება
გაუპატიურების ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლით
მიმდინარეობს. ახალგაზრდა გოგონას უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა.
ის ქართველმა სამართალდამცავებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მაშინ დააკავეს, როცა ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.
შემთხვევა მუსიკალური ფესტივალის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთ საოჯახო სასტუმროში მოხდა.