აშშ-ში, ბრუკლინის ციხეში ავთანდილ ხურციძე და რაჟდენ შულაია დაჭრეს
10:47:52     28-08-2018
აშშ-ში, ბრუკლინის ციხეში მსოფლიოს ყოფილი ჩემპიონი კრივში ავთანდილ ხურციძე და ე.წ. კანონიერი ქურდი რაჟდენ შულაია დაჭრეს.
უცხოური მედიის ცნობით, ჯერჯერობით უცნობია რის გამო მოხდა დაპირისპირება, თუმცა წერენ, რომ კონფლიქტი რაჟდენ შულაიასა და ციხეში ლათინოამერიკული დაჯგუფების ლიდერს შორის მოხდა. სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურში გადაიზარდა, ავთანდილ ხურციძე კი შულაიას დასახმარებლად მივიდა. ჩხუბში ორივე დაჭრეს.
დაჭრილები ციხის სამკურნალო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი.
ქართველი სპორტსმენები ლევან მაყაშვილი და ავთანდილ ხურციძე, აშშ-ში საქართველოს სხვა მოქალაქეებთან ერთად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირის, თაღლითობის მომზადებისა და რეკეტში მონაწილეობის ბრალდებით გასული წლის 8 ივნისს დააკავეს.
ავთანდილ ხურციძეს სასამართლომ ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.ლევან მაყაშვილი 13 ივნისს, ერთი პირის თავდებობისა და გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.