ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული მაღალჩინოსნის ადვოკატი დაკავებულისთვის გირაოს ითხოვს

  11:20:12     27-08-2018

ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ოთარ იაშაღაშვილის ადვოკატმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციოში გაასაჩივრა.

ეკონომიკის სამინისტროს მაღალჩინოსნის დამცველი აღმკვეთი ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობის ნაცვლად, 15 ათასი ლარის გირაოს ითხოვს.

ოთარ იაშაღაშვილი სამართალდამცველებმა 2 პირთან ერთად მაშინ დააკავეს, როცა ერთ-ერთი მათგანი ცირკის მიმდებარე ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებას ყიდიდა.