კასპში ბიძაშვილმა ბიძაშვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა

  21:11:41     26-08-2018

კასპის რაიონის სოფელ ნოსტეში ბიძაშვილმა ბიძაშვილი მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.

გავრცელებული ცნობით, რამდენიმე პირს შორის ურთიერთშელაპარაკება მოხდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მამაკაცმა უმისამართოდ გაისროლა, თუმცა ტყვია შემთხვევით მის ბიძაშვილს მოხვდა.

"როცა გააცნობიერა, რა ჩაიდინა, მეორედ უკვე საკუთარი მიმართულებით გაისროლა და თავი მოიკლა“, - აცხადებენ მეზობლები.

მომხდარზე შსს-მ გამოძიება „სისხლის სამართლოს კოდექსის“ 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.