ძლიერი წვიმის გამო ბათუმში ქუჩები და სახლები დაიტბორა
10:00:06     23-08-2018
ძლიერი წვიმის გამო ბათუმში რამდენიმე ქუჩა და სახლების სარდაფები დაიტბორა.
დაგუბებული წყლის გამო მოძრაობა შეფერხებული იყო საავტომობილო გზებზეც.
ადგილობრივების მტკიცებით, ბათუმში ყოველი წვიმის შემდეგ გზებზე პრობლემები იქმნება. საგანგებო სიტუაციების მართვის სულ 12 შეტყობინება შევიდა.
საცხოვრებელი სახლების სარდაფებში, რომლებიც ძლიერმა ნალექმა დატბორა ამოტუმბვითი სამუშაოები გვიან ღამით დასრულდა.