აშშ-ში 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა
15:08:06     22-08-2018
აშშ-ში, ორეგონის შტატის სანაპიროს მახლობლად, 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის გეოლოგიური სამსახური ავრცელებს. მიწისქვეშა ბიძგები, ადგილობრივი დროით, 9:31 საათზე დაფიქსირდა.
მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ბანდონიდან დასავლეთით, 294 კილომეტრში, მიწისძვრის კერა კი 12 კილომეტრის სიღრმეზე მდებარეობდა.
შესაძლო მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.