ფეისბუკმა და ტვიტერმა რუსული და ირანული ანგარიშები დაბლოკა

  13:21:47     22-08-2018

მარკ ცუკერბერგის კომპანიაში აცხადებენ, რომ ადმინისტრაციამ ფეისბუკიდან და ინსტაგრამიდან 650-ზე მეტი ყალბი გვერდი, ჯგუფი და ანგარიში წაშალა, რომლებიც რუსეთსა და ირანში დეზინფორმაციის გავრცელების მიზნით იყო შექმნილი.

განცხადების თანახმად, გაუქმდა რუსეთის სპეცსამსახურებთან დაკავშირებული ანგარიშები.

300-მდე ანგარიში დაბლოკა ტვიტერმაც.