პირველი რაკეტა, რომელმაც კოსმოსში შეაღწია

  10:33:03     16-06-2011

ფაუ-2 პირველი რეალური საბრძოლო რაკეტაა, რომელიც შექმნილია მეორე მსოფლიო ომის დროს გერმანიის არმიის მიერ. მთავარი კონსტრუქტორია ვერნერ ფონ ბრაუნი).

ეს იყო ადამიანის მიერ შექმნილი პირველი საგანი, რომელმაც კოსმოსში შეაღწია (მისი ზოგიერთი ეგზემპლარი 189 კმ სიმაღლეზე ადიოდა). ძირითადად, გამოიყენებოდა 1944—1945 წლებში.

ფაუ-2 რაკეტები იწარმოებოდა Mittelwerk მიწისქვეშა გვირაბში, კოშტეინის მთის ქვეშ,. 1943 წლის ბოლოსათვის 10 500 პატიმარი მუშაობდა ამ ბანაკში და მრავალი მათგანი ცუდი პირობების გამო დაიღუპა. პატიმრების უმრავლესობა რუსები, პოლონელები და ფრანგები იყვნენ, თუმცა მათ შორის იყვნენ სამხედრო ტყვეები, უცხოელი მუშები და ის გერმანელებიც რომელთაც იძულებით მუშაობა მისჯილი ჰქონდათ.