2S19 Msta – თვითმავალი საარტილერიო დანადგარი
10:31:35     16-06-2011
2S19 Msta 152მმ თვითმავალი საარტილერიო დანადგარია, რომელიც შეიარაღებაში მიიღეს 1989 წელს. დანადგარი, საბჭოთა კავშირში, მოძველებული ჰაუბიცის 2С3 «Акация»-ის ჩასანაცვლებლად შეიქმნა.
1980-იანი წლების დასაწყისში, ГРАУ-მ დაავალა ურალის ქარხანას, შეემუშავებინა ახალი 152.4მმიანი თვითმავალი ჰაუბიცა იმ დროისთვის არმიაში შემავალი ტე-72-ის და ტე-80-ის აგრეგატებზე. მთავარი კონსტრუქტორი გახდა იური ტომაშოვი.
დანადგარი გამიზნულია გაანადგუროს საარტილერიო და ნაღმსატყორცნი ბატარეები, ტანკები და სხვა ჯავშანტექნიკა, ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, ქვეითები, ჰაერსაწინააღმდეგო და რაკეტსაწინააღმდეგო სისტემები, სამართავი ცენტრები, საფორტიპიკაციო ნაგებობები და ასევე დარტყმა მიაყენოს მოწინააღმდეგეს ზურგში. მას შეუძლია გახსნას ცეცხლი ღია და დახურული პოზიციებიდან.