ყიყლიყო ყველით ინგლისურად

  10:31:08     16-06-2011

მასალა:

6 სქელი ნაჭერი პური

240 გრამი გახეხილი მაგარი ყველი

3 სუფრის კოვზი კარაქი ან მარგარინი

1/8 ლიტრი ლუდი

ნახევარი ჩაის კოვზი წითელი პილპილი

1 ჩაის კოვზი მდოგვი

1-2 კვერცხის გული

პურის ნაჭრები შევბრაწოთ ორივე მხრიდან. კარაქი გავადნოთ დაბალ ცეცხლზე და დავამატოთ ყველი და ლუდი, თან განუწყვეტლივ ვურიოთ. შემდეგ დავამატოთ წითელი პილპილი და მდოგვი. კვერცხის გულები ავთქვიფოთ, ვურიოთ და ისე დავასხათ დანარჩენ მასას. მასა დუღილამდე არ უნდა მივიყვანოთ, შემდეგ წავუსვათ გამზადებულ პურის ნაჭრებს და ცოტა ხნით შევდგათ ღუმელში.