ვარკეთილში მოკლული მამაკაცის ცოლი, სავარაუდოდ, მკვლელობაში თანამონაწილეობის ბრალდებით დააკავეს

  17:13:35     17-08-2018

"პრესა.ჯის" ინფორმაციით, დაკავებულია ვარკეთილში მოკლული გია ფეიქრიშვილის ცოლი - თეა ბარშონიძე.

ვარკეთილის რაიონში მკვლელობა 9 აგვისტოს მოხდა. მაშინ გავრცელებული ინფორმაციით, ქალის მოტაცების მცდელობისას ერთი ადამიანი მოკლეს, მეორე კი მძიმედ დაჭრეს.

ვრცელდებოდა ცნობა, რომ მკვლელი გოგონას ყოფილი თაყვანისმცმელია, რომელიც ციხეში სასჯელს იხდიდა. ის ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა პატიმრობიდან. 

„თავდასხმა გოგონაზე და მის ოჯახზე სწორედ ამ პირმა განახორციელა. ქალის გატაცების მცდელობისას, მისი მეუღლე გია ფეიქრიშვილი მოკლა, მეზობელი დაჭრა, ქალს თმებში სწვდა, მანქანაში ჩააგდო და გაიტაცა“, - აცხადებდა წყარო.

ცოლ-ქმარს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს. დაკავებულ ქალს სავარაუდოდ, მკვლელობაში თანამონაწილეობას ედავებიან. 

შსს-სთან დაკავშირება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. სამინისტროში ჟურნალისტების ზარს არ პასუხობენ.