აშშ თურქეთს დამატებითი სანქციებით ემუქრება
13:27:05     17-08-2018
შეერთებული შტატები თურქეთს დამატებითი სანქციებით ემუქრება. მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე ამერიკის ფინანსთა მინისტრმა დონალდ ტრამპს აცნობა, რომ საფინანსო უწყებას ეკონომიკური შეზღუდვების ახალი პაკეტი უკვე მზად აქვს.
დოკუმენტი ძალაში შევა, თუკი ოფიციალური ანკარა დაკავებულ ამერიკელ პასტორს არ გაათავისუფლებს.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კი განაცხადა, რომ ბრანსონის საქმის გამო ვაშინგტონის მხარდაჭერა თურქეთის მიმართ შემცირდება.
ოფიციალური ანკარა შეერთებულ შტატებს მის მიმართ პოლიტიკის შეცვლას ურჩევს.