მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მეორედ დაიბარეს
10:33:34     16-08-2018
მალხაზ მაჩალიკაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაკითხვაზე მეორედ დაიბარეს.
ის სუს-ში 12:00 საათზე მივა.
მისი ადვიკატის განცხადებით, მაჩალიკაშვილს დაკითხვაზე დაბარების მიზეზი ტერორიზმის მხარდაჭერის საქმეა.
ადვოკატის ინფორმაციით, აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ რამდენიმე კვირის წინ უკვე გაასამართლა ბრალდებულები და განაჩენიც გამოიტანა, თუმცა საქმის ნაწილი გამოყოფილია და მასზე გამოძიება ისევ მიმდინარეობს. ადვოკატის თქმით, მისთვის უცნობია რატომ იბარებენ მალხაზ მაჩალიკაშვილს გამოკითხვაზე ახლა და რატომ არ მოხდა მისი გამოკითხვა გამოძიების დასაწყისშივე.