სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი ხელახალი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს

  10:08:36     16-08-2018

ხადას ხეობაში მომხდარ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი ხელახალი ექსპერტიზის ჩატარებას ითხოვს. ამის აუცილებლობაზე საუბრობს დაცვის მხარეც. ისინი სავარაუდოდ კვირის ბოლომდე მოითხოვენ, რომ მას დამოუკიდებელი ექსპერტების, ექიმებისა და ფსიქოლოგების მონაწილეობით ჩაუტარდეს კომპლექსური ექსპერტიზა.

უფლებადამცველები არც მოკლული ლორა სმიტის გაუპატიურებასთან დაკავშირებით ჩატარებულ ექსპერტიზის დასკვნას ეთანხმებიან.