„არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ 2008 წელს იყო რუსეთის აგრესიული პოლიტიკის კულმინაცია“
13:38:53     15-08-2018
არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ 2008 წელს იყო კულმინაცია აგრესიული პოლიტიკის, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან ახორციელებს საქართველოში სხვადასხვა ჰიბრიდული მეთოდებით, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა სალომე ზურაბიშვილის განცხადების საპასუხოდ განაცხადა.
„არავის უნდა ეპარებოდეს ეჭვი, რომ 2008 წელს იყო კულმინაცია იმ აგრესიული პოლიტიკის, რომელსაც რუსეთის ფედერაცია ჯერ კიდევ 90-იანი წლებიდან ახორციელებს საქართველოში სხვადასხვა ჰიბრიდული მეთოდებით. 2008 წელს კულმინაციაზე როდესაც ვსაუბრობთ, ამ კულმინაციამ მიიღო რეალური სახე უშუალოდ მონაწილეობით და ჩვენი ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციით.
მოვუწოდებთ რუსეთს, გაიყვანოს შეიარაღებული ძალები ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან”, – განაცხადა იზორიამ.