იტალიაში, საავტომობილო ხიდის ჩანგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდე გაიზარდა

  11:09:58     15-08-2018

იტალიაში, საავტომობილო ხიდის ჩანგრევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 31-მდ გაიზარდა. დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან.

იტალიის მეხანძრეების ეროვნული კორპუსის ხელმძღვანელის განცხადებით, ხიდიდან 30-მდე მანქანა ჩავარდა. მაშველებმა კი ნანგრევებიდან 16 ადამიანი გამოიყვანეს.

თვითმხილველები აცხადებენ, რომ ხიდის ჩამონგრევამდე მას მეხი დაეცა.

როგორც ირკვევა, აღნიშნული ხიდი 60-იან წლებში იყო აშენებული. მისი რეკონსტრუქცია კი 2016 წელს ჩატარდა.