თურქეთმა აშშ-დან შეტანილ პროდუქტებზე საბაჟო ტარიფი გაზარდა

  10:30:18     15-08-2018

თურქეთმა აშშ-დან შეტანილ პროდუქტებზე, საბაჟო ტარიფი გაზარდა. მათ შორის არის, ავტომობილები, ალკოჰოლი და თამბაქოს ნაწარმი.

თურქეთის პრეზიდენტის მიერ, ხელმოწერილი განკარგულების თანახმად, მსუბუქ ავტომობილებზე საბაჟო ტარიფი 120%-ით გაიზარდა, ალკოჰოლურ სასმელებზე - 140%-ით, თამბაქოს ნაწარმზე - 60%-ით, კოსმეტიკაზე - 60%-ით, ბრინჯზე - 50%-ით, ქვანაშირზე - 13,7%-ით.

თურქეთის ვიცე-პრეზიდენტმა ამასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ „საბაჟო ტარიფები აშშ-ს ადმინისტრაციის თურქეთის ეკონომიკაზე თავდასხმების საპასუხოდ იყო გაზრდილი.