თურქეთი ამერიკულ პროდუქციას ბოიკოტს გამოუცხადებს- „თუ მათ iPhone აქვთ, სხვებს აქვთ Samsung-ი“

  14:56:35     14-08-2018

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთი ამერიკულ ელექტრონულ პროდუქციას ბოიკოტს გამუცხადებს.

ამის მიზეზად მან აშშ-ის სანქციები და გაზრდილი ტარიფები დაასახელა.

„თუ მათ iPhone აქვთ, სხვებს აქვთ Samsung-იც, ჩვენს ქვეყანაში, მაგალითად, კიდევ არის Venus და Vestel“, - განაცხადა ერდოღანმა ამერიკული ელექტრონული პროდუქციის ბოიკოტის შესახებ.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, ის მიიღებს საჭირო ზომებს ქვეყნის ეკონომიკისა და ვალუტის სტაბილურობისთვის, რომელსაც პრობლემები შეექმნა ვაშინგტონთან დავის შემდეგ. ერდოღანი მიიჩნევს, რომ ამ დავაში, ეკონომიკაზე ფიქრზე მეტად, მტკიცე პოლიტიკური ნაბიჯების გადადგმა იყო საჭირო.

„თუ ჩვენ უცხოურ ვალუტაზე გადავალთ, ეს მტერთან დანებებას ნიშნავს“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

მან ასევე გააფთხილა თეთრი სახლი, რომ ყველას ვინც მის ქვეყანასთან ეკონომიკურ ომს დაიწყებს, საფასურის გადახდა მოუწევს.

„ვაშინგტონის მოქმედებები ჩვენთვის ზურგში დანის ჩარტყმაა”- განაცხადა ერდორანმა.