ესპანეთში მუსიკისა და სპორტის ფესტივალზე 260-მდე ადამიანი დაშავდა

  13:15:12     13-08-2018

ხის კონსტრუქციის ჩამონგრევის შედეგად ესპანეთში, 260-მდე ადამიანი დაშავდა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ინციდენტი გუშინ საღამოს, ერთ-ერთ ფესტივალზე მოხდა.

ხის კონსტრუქციამ ხალხის მასას ვერ გაუძლო და ჩაინგრა, რის შედეგადაც მაყურებელთა დიდი ნაწილი ზღვაში ჩავარდა. დაშავებულები საავადმყოფოებში გადაიყვანეს. რამდენიმე მათგანის მდგომარეობა მძიმეა.