შსს-მ ქურდული სამყაროს წევრებთან კავშირის ბრალდებით 4 პირი დააკავა

  11:23:46     13-08-2018

შსს-ს თანამშრომლებმა ქურდული სამყაროს, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერისა და კანონიერი ქურდებისთვის მიმართვის ბრალდებით, მოსამართლის განჩინებით 4 პირი დააკავეს.

ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროში გამართულ გრიფინგზე, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსმა ვლადიმერ ბოცვაძემ განაცხადა.

როგორც უწყებაში აღინიშნა, ასევე, კანონიერი ქურდობის ბრალდებით სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში დაუსწრებლადაა მიცემული თენგიზ ხოფერია.