ბათუმის ქუჩებში ბიჭი ნავით დაცურავს (ვიდეო)
16:45:44     10-08-2018
ძლიერი წვიმის გამო ქობულეთში, მახინჯაურსა და ბათუმში ქუჩები ისევ დაიტბორა. წყალი საცხოვრებელ სახლებში შევიდა.
ადგილობრივი მოსახლეობა ხელისუფლებას უყურადღებობაში ადანაშაულებს. მათი თქმით, უხვი ნალექის შემდეგ, სანიაღვრე სისტემები წყალს ვერ ატარებს.
ყველაზე რთული ვითარება 26 მაისის ქუჩაზეა, სადაც ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები ნავით დაცურავს.