ძლიერი სიცხის შედეგად, ბარსელონაში ორი ადამიანი დაიღუპა
10:43:26     10-08-2018
კატალონიის ჯანდაცვის კომიტეტის ინფორმაციით, ძლიერი სიცხის შედეგად, ბარსელონაში ორი ადამიანი დაიღუპა.
ბოლო დღეების განმავლობაში, ქვეყანაში გარდაცვლილთა რაოდენობა 12-მდე გაიზარდა.
ბოლო რამდენიმე დღეა, ქვეყანაში ჰაერის რეკორდულად მაღალი ტემპერატურა ფიქსირდება, რამდენიმე რეგიონში 40 გრადუსიც კი დაფიქსირდა.
ექიმები მოსახლეობას მოუწოდებენ, თავი შეიკავონ სახლიდან გასვლისგან და რაც შეიძლება, მეტი სითხე მიიღონ.