ფოთში, ზღვაში რუსი ტურისტი დაიხრჩო

  18:18:28     09-08-2018

ფოთში, მალთაყვის სანაპიროზე ახალგაზრდა რუსი ტურისტი კაცი დაიხრჩო. მისი გადარჩენა მაშველებმა ვერ მოახერხეს.

მაშველის, თეიმურაზ შონიას ინფორმაციით, სანაპიროზე აღმართულია წითელი დროშები. შტორმი 4 ბალს აღემატება. მიუხედავად გაფრთხილებისა, მამაკაცი ქალთან ერთად მაინც შევიდა ზღვაში. მისივე თქმით, ახალგაზრდა ქალის გადარჩენა შეძლეს, თუმცა 25 წლამდე კაცის ცხედარი ამ დრომდე არ არის ნაპოვნი.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ჯგუფები და პოლიცია.