"ამ ბიჭის ცოლი უყვარდა, ციხეში იჯდა, გამოვიდა ციხიდან, ქმარი მოკლა და ცოლი მოიტაცაო" - ვარკეთილში მომხდარი საზარელი მკვლელობის დეტალები
12:37:59     09-08-2018
ვარკეთილში მომხდარი საზარელი მკვლელობის შესახებ PRESA.GE-ს დეტალები ექსკლუზიურად წყარომ მიაწოდა.
დღეს გავრცელებული ინფორმაციით, ვარკეთილში ქალის მოტაცების მცდელობისას ერთი ადამიანი მოკლეს, მეორე კი მძიმედ დაჭრეს, ხოლო ქალი ამ დრომდე გატაცებულია.
„პრესა.ჯი“-ს წყაროს ცნობით, მკვლელი გოგონას ყოფილი თაყვანისმცმელია, რომელიც ციხეში სასჯელს იხდიდა. ის ცოტა ხნის წინ გათავისუფლდა პატიმრობიდან.
„თავდასხმა გოგონაზე და მის ოჯახზე სწორედ ამ პირმა განახორციელა. ქალის გატაცების მცდელობისას, მისი მეუღლე გია ფეიქრიშვილი მოკლა, მეზობელი დაჭრა, ქალს თმებში სწვდა, მანქანაში ჩააგდო და გაიტაცა“, - აცხადებს წყარო.
ცოლ-ქმარს ორი მცირეწლოვანი შვილი ჰყავს.