საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

  13:44:42     07-08-2018

საბერძნეთში ბავშვებით ვაჭრობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს. ის ერთ-ერთია დანაშაულებრივი ჯგუფის 9 წევრს შორის, რომლებიც სამართალდამცველებმა აიყვანეს. 

ბერძნული მედიის ინფორმაციით, მათ ახალშობილებით ვაჭრობაში ადანაშაულებენ. დაკავებულთა უმეტესობა ბულგარელები არიან.

ათენის ერთ-ერთ გარეუბანში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებმა კონტაქტი დაამყარეს 40 წლის ქართველ ქალთან, რომელმაც პოლიციის ფარულ აგენტებს 18 000 ევროდ ახალშობილის ყიდვაში დაეხმარა. გამოძიების ინფორმაციით, ჯგუფი უკანონო საქმიანობით სულ მცირე 1 წლის განმავლობაში იყო დაკავებული.