ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას შვილი გარდაცვლილი იპოვეს

  23:29:49     05-08-2018

ბიზნესმენ მიხეილ ხუბუტიას შვილი მოსკოვში გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი ოჯახის დამხმარე ქალმა აღმოაჩინა. 

რუსული მედიის ინფორმაციით, 26 წლის ნიკოლოზ ხუბუტიას ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით თავში აქვს მიყენებული. 

„ინტერფაქსის“ ინფორმაციით, სამართალდამცველები თვითმკვლელობის ვერსიაზე მუშაობენ.