თერჯოლაში, სოფელ ღვანკითის მკვიდრმა საკუთარი ქელეხი სიცოცხლეშივე გადაიხადა

  23:30:57     05-08-2018

თერჯოლის რაიონის სოფელ ღვანკითის მკვიდრმა, 68 წლის ქალბატონმა საკუთარი ქელეხი სიცოცხლეშივე გადაიხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას accent.com.ge ავრცელებს. 

„აქცენტი“ ადგილობრივების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ ქალბატონმა რესტორანში 350 კაცი დაპატიჟა, თუმცა მათ წინასწარ არ უთხრა, თუ რასთან დაკავშირებით ეპატიჟებოდა. 

რესტორანში მისულმა სტუმრებმა აღმოაჩინეს, რომ ქალმა საკუთარი ქელეხი წინასწარ გადაიხადა. 

„შეკრებილ სანათესაოსა და საახლობლოს გვითხრა, მე დაუოჯახებელი, მარტოხელა ქალი ვარ, რომ გარდავიცვლები არ ვიცი ვინ რას გამიკეთებს და წინასწარ ვიხდი ქელეხსო. ჩვენთან წესია, როცა ქელეხია, ყველა რისი შესაძლებლობაც გვაქვს, იმდენ თანხას ვაძლევთ ხოლმე ოჯახს, თუმცა ქალბატონმა მერიმ ამაზეც უარი განაცხადა“, – განუცხადეს „აქცენტს“ ადგილობრივებმა.