ახალი სუპერჯგუფი მუსიკალურ ბაზარზე
10:37:44     15-06-2011
“Mastodon” – ის გიტარისტმა და ვოკალისტმა ბრენტ ჰაინდსმა და “Jane’s Addiction” – ის ყოფილმა ბას-გიტარისტმა ერიკ ევერიმ სუპერჯგუფი შექმნეს. კოლექტივს სახელი, ჯერჯერობით, არ აქვს.
ჯგუფის შემადგენლობაში ასევე შედიან “The Dillinger Escape Plan”- ის გიტარისტი ბენ ბეიმანი და დრამერი, ტომას პრიჯენი, რომელიც ასე “The Mars Volta” – სთან თანამშრომლობდა. ჰაინდსის თქმით, მუსიკოსები ალბომის ჩაწერას გეგმავენ, მაგრამ საკუთარი გრაფიკის შეთანხმება ჯერ ვერ მოახერხეს.
ჯგუფი “Mastodon” ამ დროისათვის მეხუთე სტუდიურ ალბომზე მუშაობს. ფირფიტა, სახელწოდებით “The Hunter” გაყიდვაში 2011 წელს გამოვა.