ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად რამდენიმე ქუჩა დაიტბორა

  10:32:29     02-08-2018

ფოთში ძლიერი წვიმის შედეგად ქალაქის რამდენიმე ქუჩა დაიტბორა.

წყალმა საცხოვრებელი სახლების პირველ სართულებზე შეაღწია. ათობით ოჯახს საყოფაცხოვრებო ტექნიკა და ავეჯი გაუნადგურდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ყოველი წვიმის დროს ვითარება უცვლელია - სატუმბი სადგურები, რომელთა მოწესრიგებაშიც ათასობით ლარი დაიხარჯა, გაუმართავად მუშაობს.
მოსახლეობა ზარალის ანაზღაურებას ითხოვს.

ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სატუმბი სადგურები გამართულად მუშაობს, თუმცა უხვი ნალექის გამო წყლის გატარება ვერ უზრუნველყო.