ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართავენ
12:49:37     31-07-2018
ზვიად კუპრავა და ზაზა სარალიძე პრემიერ-მინისტრს წერილით მიმართავენ. ისინი მამუკა ბახტაძესთან შეხვედრას ითხოვენ.
მთავარი მოთხოვნა ადეკვატური რეაგირებაა იმ 30-მდე გახმაურებულ საქმეზე, რომლებზეც დაზარალებულებს კონკრეტული პასუხი ამ დრომდე არ აქვთ.
წერილში, რომლის ადრესატიც პრემიერია სარალიძე და კუპრავა საგამოძიებო უწყებების მხრიდან და ამ დრომდე არ დამდგარა მართლმსაჯულება.
„უნდა მოისპოს ჩვენს ქვეყანაში შერჩევითი სამართალი, რომლის წინაშე მეც ვდგავარ და არამარტო მე. ყველა ეს პიროვნება, ყველა ამ საქმეში წარმოდგენილი პიროვნება არის შერჩევითი სამართლის მსხვერპლი.
უნდა შეჩერდეს ეს, ვიღაც-ვიღაც ჩინოვნიკების შვილები ბოდიში და არ უნდა ბლატაობდნენ“-ამბობს ზაზა სარალიძე.
სარალიძე ამბობს, რომ პრემიერთან შეხვედრის შემთხვევაში ის ასევე დაინტერესდება რა ეტაპზეა დავით სარალიძის მკვლელობის საქმის გამოძიება.