სმიტების მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი: საქმეში გამოჩნდა ახალი დეტალები
10:16:27     31-07-2018
სმიტების ოჯახის მკვლელობაში ბრალდებულ მწყემსს ადვოკატი ალუდა ბუჩუკური სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გუშინ შეხვდა. მალხაზ კობაური ბრალს ისევ არ აღიარებს და დანაშაულის ჩადენაში ორი უცხო ადამიანის გარდა, სხვების მონაწილეობაზეც საუბრობს. ადვოკატი აცხადებს, რომ საქმეში იკვეთება ახალი დეტალები, რაზეც პრესკონფერენციაზე ისაუბრებს.
უფლებადამცველის თქმით, კობაური ამბობს, რომ მკვლელობა ჩადენილია მისთვის უცხო, ორი ადამიანის მიერ და ასევე საუბრობს სხვა პირებზეც.
ალუდა ბუჩუკური საქმეში მას შემდეგ ჩაერთო, რაც კერძო ადვოკატმა დავით გირგვლიანმაკობაურის დაცვაზე უარი განაცხადა.
ბრალდებულის დედა ექსპერტიზის ბიუროს შედეგებს, სადაც საუბარია ლორა სმიტის გაუპატიურებაზე, გაყალბებულს უწოდებს.
7 ივლისს დუშეთის მუნიციპალიტეტში, ხადის ხეობაში საქართველოსა და აშშ-ის ორმაგი მოქალაქე ცოლ-ქმარი -1975 და 1976 წელს დაბადებული რაიან სმითი და მისი მეუღლე ლორა - დაღუპულები იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს მათი 4 წლის ბავშვის ცხედარიც. მათი მკვლელობის ბრალდებით 19 წლის მწყემსი მალხაზ კობაური დააკავეს. მას 11 ივლისს წინასაწარი პატიმრობა შეეფარდა.