საგარეჯოში მცხოვრები 23 წლის მამაკაცი ნადირობისას ხევში გადავარდა და გარდაიცვალა
18:41:50     27-07-2018
კახეთში, საგარეჯოში მცხოვრები 23 წლის გიორგი ენუქაშვილი, ლაგოდეხის ტყეში ნადირობის დროს ხევში გადავარდა.
ახალგაზრდა მამასთან ერთად იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, ფეხი დაუცურდა და ათეული მეტრის სიმაღლიდან გადავარდა. გარდაცვლილი ახალგაზრდის ცხედარს მაშველები რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ. სამუშაოებში თბილისიდან ჩასული სამაშველო ჯგუფები, მოგვიანებით კი ვერტმფრენი ჩართეს.
ცხედარი მაშველებმა რამდენიმე ხნის წინ ამოიყვანეს და გურჯაანის ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.